CEO

გამარჯობა, მე ლევან მოლაშვილი ვარ, ელექტრონული კომერციის პრაქტიკოსი სპეციალისტი.

დამფუძნებელი: ონლაინ კომერციის ასოციაციის

სავაჭრო პლატფორმები: ამაზონი (www.amazon.com),  იბეი (www.ebay.com)  და ეთსი (www.etsy.com).

ლექტორი: ვასწავლი 2  უნივერსიტეტში საგანს ,,ელექტრონული კომერცია” : ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU).

ძირითადი შემოსავლის წყარო: ვაჭრობა ამაზონზე, ეთსიზე, იბეიზე, დროპშიფინგი, კრიპტო ვალუტების ინვესტირება, ტრეიდინგი, სასწავლო კურსები, კერძო ტრენინგები.

ვარ ასევე ფრილანსერი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

საკუთარი საიტები: Shopify და Worpdress-ის ძრავებით.

Email Marketing – იმეილ სისტემის ჩაშენება, ავტომატიზაცია და პროცესების გამართვა კომპანიებისათვის. 

ტრადიციული განათლება :  მაგისტრი ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით, კერძოდ:

1. ბაკალავრის ხარისხი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2. MBA: ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანული ფაკულტეტი)
3. MBA: Ludwigs Universitaet Freiburg (გერმანია, ქალაქი ფრაიბურგი)

პრაქტიკული განათლება: 10 წლიანი გამოცდილება ელექტრონული კომერციის სფეროში, კურსები Udemy – დან, Coursera – დან. ძირითადად პრაქტიკული გამოცდილება – ბევრი ცდა ცოდნის მისაღებად.

სერტიფიცირება:

თუკი ქმნი პროდუქტს, ან გსურს ონლაინ კომერციის სფეროში გარკვევა, მე სიამოვნებით დაგეხმარები ამაში. შემიძლია ინფორმირება და დაკვალიანება: ეთსის, ამაზონის, იბეისა თუ საკუთარი საიტების მიმართულებით, მე სიამოვნებით გაგიწევ კონსულტაციას, გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას თითოეული ამ მიმართულებით.

შემიძლია დაგეხმარო ამაზონზე, იბეისა და ეთსიზე პროდუქციის განთავსებაში. შემიძლია გავაანალიზო ბაზრის ნიშა, გირჩიო, რომელი საიტი იქნება საუკეთესო პროდუქტიდან გამომდინარე. შეგვიძლია გავხსნათ ონლაინ მაღაზია, დავიანგარიშოთ და შევარჩიოთ ოპტიმალური გადაზიდვების მეთოდი შენი პროდუქციისათვის.

მადლობას გიხდი ყურადღებისა და ნდობისათვის. გისურვებ ბევრ წარმატებებსა და გაყიდვებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე.